წელს 8 თვეში საქართველომ 241.6 მლნ აშშ დოლარის მსხვილი საოჯახო ტექნიკა შეიძინა.
მათ შორის, 42 მლნ აშშ დოლარის ტელევიზორები, 68.3 მლნ აშშ დოლარის მაცივრები, 27 მლნ აშშ დოლარის სარეცხი მანქანები და 32.5 მლნ აშშ დოლარის ჭურჭლის სარეცხი მანქანები.
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორის შემოსავალი 2018-23 წლებში საშუალოდ 8.2%-ით გაიზარდა და ნახევარ მილიარდს მიაღწია 2023 წელს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორი თითქმის მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ აქვეყნებს ერთობლივ მონაცემს საოჯახო ტექნიკის იმპორტ-ექსპორტის შესახებ. ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით კი, 2024 წლის 8 თვეში მაჩვენებლები ასეთია:
მაცივრები და საყინულეები – $68.3 მლნ. კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 5.4%. იმპორტიორი ქვეყნები: თურქეთი – $23.1 მლნ, ჩინეთი – $18.2 მლნ, მოლდოვა – $7.9 მლნ;
კონდიციონერები – $64 მლნ. ზრდა 19.8%. იმპორტიორი ქვეყნები: ჩინეთი – $36.5მლნ, სინგაპური – $11.3 მლნ, თურქეთი – $7.4 მლნ.
ტელევიზორები – $42 მლნ. კლება 0.7%. ჩინეთი – $13.8 მლნ, ჰონ-კონგი $9 მლნ, ნიდერლანდები – $2.1 მლნ.
ჭურჭლის სარეცხი მანქანები – $32.5 მლნ. ზრდა 31.3%. იტალია – $9.6 მლნ, გერმანია – $9.1 მლნ, თურქეთი – $4.3 მლნ.
სარეცხი მანქანები – $27 მლნ. კლება 11.4%. ჩინეთი – $15.1 მლნ, თურქეთი – $4.5 მლნ, პოლონეთი – $1.7 მლნ.
“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…
ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული 175 ათას ლარამდე თანხა დაკორექტირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის…
საქართველოში იმპორტირებული რძის 100% საზღვარზე შემოწმდება – ამის შესახებ დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის…